ლევან რატიანი: ჩვენს კლინიკაში მყოფი 62, 79 და 80 წლის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსის ინფექციის მქონე 62, 79 და 80 წლის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

“იცით, რომ რეანიმაციაში გვყავდა 2 ინფიცირებული პაციენტი. ერთი ინფიცირებული მარნეულის კლასტერიდან დაემატა. ქალბატონი არის 79 წლის. ჩატარდა ყველა ღონისძიება, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჰემოდინამიკა აღდგენილია, იმყოფება რეანიმატოლოგებისა და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ.

რაც შეეხება ასევე მძიმე პაციენტს, რომელიც არის 62 წლის, ანამნეზში –  ამ ქალბატონსაც ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, უმართავი არტერიული ჰიპერტენზია, უმართავი გულის უკმარისობა და ექიმთან მიმართვიანობის დაგვიანებული შემთხვევა იყო. ეს პაციენტიც, იცით, რომ ჩვენ კლინიკაში გადმოყვანილი იყო მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით. ამ ეტაპზე, პაცენტის ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.

რაც შეეხება პაციენტს, რომელიც 80 წლისაა, რომელიც ასევე მაღალი ლეტალობის ინდექსს მიეკუთვნებოდა – ამ ეტაპზე, ამ პაციენტის მდგომარეობა ჩატარებული მკურნალობის შედეგად მკვეთრად დადებითია და დინამიკაში გაუმჯობესებას ველოდებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები