ლევან რატიანი: მთელი ქვეყნის მაშტაბით ჩვენს კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტი გამოჯანმრთელებულია, ეს ქართული მედიცინის გამარჯვებად მინდა, მივიჩნიო

“ქალბატონის მდგომარეობა 97%-ით ლეტალურად უნდა დასრულებულიყო, ქართული მედიცინის გამარჯვებად მინდა, მივიჩნიო, რომ ასეთი პაციენტი გამოჯანმრთელებული, კოვიდვირუსის გარეშე, მე-14 დღეს მიდის კლინიკიდან”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

რატიანმა კლინიკის მედიკოსებს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

“ამ ეტაპზე, კლინიკაში 83 პაციენტია, 19 ინფიცირებულია, დანარჩენი სატესტო რეჟიმში იმყოფება. ჩვენს კლინიკაში მყოფი ყველაზე მძიმე პაციენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს იყო ქალბატონი, სომატურად დამძიმებული ანამნეზით. მინდა განვმარტო, რომ დამძიმებული ანამნეზი გულისხმობს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს კოვიდ ინფიცირებას ლეტალურ მაღალ გამოსავალთან თუ ანამნეზში გვაქვს არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ქალბატონი, შემოსვლისთანავე დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული სინდრომი, ვინაიდან უცნობია ვირუსის სტრატეგია ამ ეტაპამდე მედიკოსებისათვის, ამიტომ ყველანაირი კლინიკო ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, როგორც ჯანმო-ს მიერ მოწოდებული, ასევე, ჩვენ მიერ დანიშნული, პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე მძიმედ, კრიტიკულად შეფასდა, იყო ძილიანი, უჭირდა სუნთქვა. ეს ქალბატონი ბინაზე ეწერა.

ქართული მედიცინის გამარჯვებად მინდა, მივიჩნიო, რომ ასეთი პაციენტი გამოჯანმრთელებული, კოვიდვირუსის გარეშე, მე-14 დღეს მიდის კლინიკიდან. ამ კლინიკის მედპერსონალის დამსახურებაა და მადლობა მინდა, ვუთხრა მათ, ვინც ჩვენს გუნდშია და ყაზარმულ რეჟიმში მუშაობს. ქალბატონის მდგომარეობა 97%-ით ლეტალურად უნდა დასრულებულიყო საბედნიეროდ ყველაფერი კარგადაა, პროტოკოლის მიხედვით 2 კვირა თვითიზოლაციაში გადავა”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები