მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ახალი შემთხვევა ცნობილი პაციენტების კონტაქტებია
“ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
რაც შეეხება ორი ახალი პაციენტის დაინფიცირების წყაროს – ეზუგბაიას თქმით, ისინი ცნობილი პაციენტების კონტაქტებია.
„გუშინ დილას ამ დროისთვის 108 პაციენტი გვყავდა, ახლა გვყავს 115. გუშინ დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ შვიდი ახალი დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ორი ჩვენთან არის, დანარჩენი ხუთი არის სხვა კოვიდის მიმღებ ცენტრში. 115 პაციენტიდან 51 პაციენტი არის ჩვენი პაციენტი. დანარჩენი არის ცხრა კოვიდის მიმღებ დაწესებულებაში. ჩვენთან 32 ინფიცირებული რჩება.
ორი ახალი პაციენტის კონტაქტებია ცნობილია, ცნობილი პაციენტების კონტაქტებია. ბოლო ორი პაციენტის წყარო არის დაუდგენელი, ჯერჯერობით, ვერ ხდება პირველწყაროს დადგენა. ამ ერთ-ერთი ჯგუფიდან არის ორი პაციენტი, რომელიც ჩვენთან შემოვიდა. ამათი წყარო ცნობილია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.