თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება საბურთალოს რაიონის მცხოვრებლების ნაწილს.
„ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.