გიორგი გახარია: თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ამაში ზვიად გამსახურდიას უდიდესი წვლილი მიუძღვის
“ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს უდიდესი წვლილი მიუძღვის”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს.
“დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 81 წელი შეუსრულდებოდა.
ამავე თარიღს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი გადამწყვეტი დღე, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმი, როდესაც ქართველმა ხალხმა, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ, საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ერთხმად დაუჭირა მხარი. ამ ერთიანობის შედეგია, რომ ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
ჩვენმა წარსულმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ გამოწვევებთან ბრძოლისას სწორედ ქართველი ხალხის ერთსულოვნებაა გადამწყვეტი.
დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ამ გამოწვევასაც დავძლევთ და საქართველო გააგრძელებს წარმატებული, ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შენებას”, – წერს გახარია.