ლალი ტურძელაძე: 80 და 62 წლის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
“მარნეულიდან ჩამოყვანილი 62 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რაც შეეხება მეორე, 80 წლის ქალბატონს, რომელიც ასევე აპარატულ სუნთქვაზე იყო, მისი პარამეტრებიც უკეთესობისკენ გავამარტივეთ”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
რაც შეეხება, კლინიკაში ბოლნისიდან შეყვანილი ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ტურძელაძის თქმით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„რაც შეეხება ძველ პაციენტებს, მდგომარეობა სტაბილურია. მარნეულიდან ჩამოყვანილი 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა გაუმჯობესდა და გვყავს აპარატიდან მოხსნის რეჟიმში. ჯერ არ მოგვიხსნია, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად იქნა ალბათ, საღამოსკენ მოვხსნით. რაც შეეხება მეორე, 80 წლის ქალბატონს, რომელიც ასევე აპარატულ სუნთქვაზე იყო, მისი პარამეტრებიც უკეთესობისკენ გავამარტივეთ. ბოლნისიდან ჩამოყვანილი ორსული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პრობლემა არ გვაქვს. რაც შეეხება 15 მარტს შემოყვანილ პაციენტს, გუშინ ავიღეთ ტესტი და უარყოფითი იყო, დღეს ავიღეთ მეორე ტესტი და პასუხს საღამოს ველოდებით“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.