ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი, COVID-19-ით ინფიცირებული 5 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
“ჩვენს კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა მკურნალობის პროცესი პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს.
“ბოქსირებულ სექტორში 13 პაციენტი მკურნალობს. აქედან ინფიცირებულია მხოლოდ 5 პაციენტი. გუშინ კვლევაში 2 ახალი პაციენტი იყო, რომელთა შემთხვევაშიც, საბედნიეროდ, უარყოფითი პასუხი მოვიდა. ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ყველაფერი მიდის პროტოკოლის მიხედვით”, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.