ლევან რატიანი: დღეს ჩვენი კლინიკა ძალიან ბედნიერია, რადგან პაციენტი, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, კონტაქტური გახდა, გაუმჯობესდა 80 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაც

“გვყავს ორი რეანიმაციული პაციენტი, დღეს მთელი ჩვენი კლინიკა ძალიან ბედნიერია, რადგან პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოსული, კონტაქტური გახდა, ომში ამ ეტაპზე მეტნაკლებად გავიმარჯვეთ”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რატიანის თქმითვე, მასთანაც დადებითი დინამიკაა მიღწეული.

“გვყავს ორი რეანიმაციული პაციენტი, დღეს მთელი ჩვენი კლინიკა ძალიან ბედნიერია, რადგან პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოსული, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომითა და ყველა გართულებით, რომელიც ამ დაავადების და მისი სომატური პათოლოგიისთვის იყო დამახასიათებელი, ომში ამ ეტაპზე მეტნაკლებად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი კონტაქტური, ადეკვატური გახდა, დღის ბოლომდე პაციენტი შეიძლება აპარატიდან მოიხსნას.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, 80 წლის ქალბატონს, რომელიც ასევე კორონავირუსით არის ინფიცირებული, პლუს გულის უკმარისობა, ასაკი, ჩატარებული კვლევებით, სუბიექტური და ობიექტური მონაცემებით დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული, სუნთქვითი პარამეტრები გამარტივდა, ჩვენი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ეს ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური პარამეტრები უკეთესია, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს ქალბატონიც მოიხსნება აპარატიდან”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები