მიხეილ ჩხენკელი: სამეცნიერო იდეების გაცვლას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინმინისტერიალში – „COVID-19 და ღია მეცნიერება“ მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მთავარ მიზანს მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების ეფექტიან გზებზე მსჯელობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
მინისტერიალი UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ გახსნა და კორონავირუსის პანდემიის მართვის პროცესშიმეცნიერების როლზე ისაუბრა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მინისტრებმა ერთმანეთს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.
“მადლობას მოგახსენებთ ისტორიაში პირველი ვირტუალური მინისტერიალის ორგანიზებისათვის, რომელიც უაღრესად სასარგებლო იქნება თითოეული მონაწილე ქვეყნისა და, ზოგადად, მეცნიერებისათვის. მეცნიერებას არ აქვს საზღვრები და სამეცნიერო იდეების გაცვლას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მიხეილ ჩხენკელმა მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ საკლასო ოთახს მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად სისტემა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით დაწყებულ ახალ პროექტზეც „ტელესკოლა“ ისაუბრა, რომელსაც უკვე მოჰყვა საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება. სხვადასხვა საგანშიტელეგაკვეთილებსგამოცდილი პედაგოგები ატარებენ და მათი მოსმენა, ყველა მოსწავლეს შეუძლია, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან.
მიხელ ჩხენკელმა UNESCO-ს შესთავაზა განათლების მინისტრების ონლაინ კონფერენციისორგანიზება, რათა ქვეყნებმაამ მიმართულებითაც შეძლონსაკუთარი გამოცდილების გაზიარება.
სამეცნიერო კოალიცია შეთანხმდა, რომ მსოფლიოში არსებული უდიდესი გამოწვევის – ახალი კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად საერთაშორისო ინოვაციური და სამეცნიერო წრეების თანამშრომლობასგადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ონლაინ მინისტერიალში, რომელიც Microsoft Teams პროგრამით წარიმართა, მონაწილეობა 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა, მათ შორის, მეცნიერების 90-ზე მეტმა მინისტრმა და მსოფლიოში ცნობილმა ნობელიანტმა მეცნიერებმა მიიღეს.