თეა წულუკიანი: სამედიცინო პერსონალი არის და კიდევ უფრო მკაცრ პირობებში იქნება აღჭურვილი იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი რისკი მათ მიერ ციხეში ვირუსის შეტანისა
“ერთადერთი, ვინც პატიმართან იქნება შეხებაში, მაგრამ დაწესებულების ტერიტორიაზე არ დარჩება, ეს არის სამედიცინო პერსონალი. შესაბამისად, სამედიცინო პერსონალი კიდევ უფრო მკაცრი წესების დაცვით იქნება აღჭურვილი, რათა ციხეში ვირუსის შეტანა გამოირიცხოს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„ერთადერთი, ვინც პატიმართან იქნება შეხებაში, მაგრამ დაწესებულების ტერიტორიაზე არ დარჩება, ეს არის სამედიცინო პერსონალი. შესაბამისად, სამედიცინო პერსონალი კიდევ უფრო მკაცრი წესების დაცვით იქნება აღჭურვილი, რათა ციხეში ვირუსის შეტანა გამოირიცხოს. ჩვენი სამედიცინო პერსონალი არის და კიდევ უფრო მკაცრ პირობებში იქნება აღჭურვილი იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი რისკი მათ მიერ ციხეში ვირუსის შეტანისა. ეს იქნება ორმაგი კონტროლი ციხის გარეთ, როგორც ეს იყო დღემდე. ისინი შემოწმდებიან და მხოლოდ ყველანაირი ეჭვის გამორიცხვის შემთხვევაში, დაიშვებიან დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც ისინი იქნებიან მაქსიმალურად აღჭურვილები იმისთვის, რომ ვირუსი არ შეიტანონ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხებათ ადვოკატებს – მინისტრის თქმით, ისინი საპატიმროში სიარულს მკაცრ პირობებში გააგრძელებენ.
„ადვოკატები, ზუსტად ისევე მკაცრ პირობებში, როგორიც ეს იყო დღემდე, გააგრძელებენ საპატიმროში სიარულს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ამისი პროცედურული საჭიროება, მაგალითად, შეხვდნენ ბრალდებულს, რომელსაც თავისი პროცედურული ვადები აქვს და თუკი ხელმოსაწერი არ არის რაიმე სახის დოკუმენტაცია, შეხვედრა შედგება მხოლოდ მინის ბარიერის მეშვეობით. თუ ხელმოსაწერია დოკუმენტი, როგორც ადვოკატი, ასევე პატიმარი არის აღჭურვილი იმისთვის, რომ ადვოკატმა პატიმარს არ მოუტანოს ვირუსი. სხვა არავინ პატიმართან არ იქნება დაშვებული, ესენი არიან ნებისმიერი სტატუსის მქონე პირები, ვინც არ უნდა იყვნენ. ჩვენ ვართ განსაკუთრებულ პირობებში და ყურადღებაც და კონტროლიც არის განსაკუთრებული”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.