მაია ცქიტიშვილი: სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ გვაქვს
საქართველოს ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შეფერხება არ არსებობს.
“კიდევ ერთხელ ვეუბნები მოსახლეობას, გქონდათ შესაძლებლობა, დარწმუნებულიყავით, რომ სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სამედიცინო პროდუქციასთან დაკავშირებით, სხვა საჭირო და აუცილებელ პროდუქციასთნ მიმართებაში არანაირი შეფერხება არ გვაქვს მომარაგებაში, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გვქონდეს ნდობა მთავრობის მიმართ”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.