“ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული მცირეწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”

“ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 13 პაციენტი. ამ 13 პაციენტიდან ხუთი კოვიდ19-ის დადასტურებული დიაგნოზია”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 2 მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 13 პაციენტი. ამ 13 პაციენტიდან 5 არის კოვიდ19-ის დადასტურებული დიაგნოზი. ამ ხუთი პაციენტის დაავადების მიმდინარეობა არის საშუალო სიმძიმის, კლასიკური სიმპტომებით მიმდინარეობს. აქედან 2 მცირეწლოვანია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია. კვლევაში ჩართული 7 პაციენტიდან ყველაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. დღეს კვლევაში 2 პაციენტი ერთვება“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები