ლევან რატიანი: რეანიმაციაში გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, მძიმეა, მაგრამ – მართვადი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში, რეანიმაციაში მყოფი რამდენიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ – მართვადი.

მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსის მქონე 17 პაციენტია მოთავსებული.

“ამ ეტაპზე, ჩვენს კლინიკაში სულ 67 პაციენტის წევს, აქედან 17 არის ინფიცირებული. დანარჩენი 50 პაციენტი არის საეჭვო შემთხვევა. რეანიმაციაში გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი, მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, მძიმეა, მაგრამ მართვადი”, – აღნიშნა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები