ლევან რატიანი: ჩვენს კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა

“კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, ამ დღეებში გავაგზავნით განმეორებით ტესტებს, თუ კორონავირუსზე ორჯერადად უარყოფითი პასუხი მოვა, კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებენ”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

რატიანმა ჟურნალისტებთან კლინიკაში მყოფი სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

“რეანიმაციაში გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა. გვყავს რამდენიმე ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია, ვინაიდან არცერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

სამი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, ამ დღეებში გავაგზავნით განმეორებით ტესტებს, რეკომენდაციების თანახმად, თუ მოვიდა ორჯერადად უარყოფითი, კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებენ”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები