ლევან რატიანი: დღეს პაციენტების პარაკლინიკური კვლევები გადამოწმდება, თუ ეს მონაცემები ჯანმო-ს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ასეთი პაციენტები კლინიკას დატოვებენ

“ამ ეტაპზე, ჩვენს კლინიკაში სულ 67 პაციენტის წევს, აქედან 17 კორონავირუსითაა ინფიცირებული”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს პაციენტის პარაკლინიკური კვლევები გადამოწმდება და თუ ეს მონაცემები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ასეთი პაციენტები კლინიკას დატოვებენ.

“ამ ეტაპზე, ჩვენს კლინიკაში სულ 67 პაციენტის წევს, აქედან 17 არის ინფიცირებული. დანარჩენი 50 პაციენტი არის საეჭვო შემთხვევა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ამოაგდო ცნება მოგზაურობისა და აქედან გამომდინარე, ყველა მათგანს აქვს თუ არა მოგზაურობის ისტორია, ანამზენიზი, ცხელება პლიუს სუნთქვის უკმარისობა ექვემდებარება კოვიდინფექციის გამოკვლევას. რაც შეეხება პასუხებს – გუშინ მოვიდა რამდენიმე უარყოფითი, დღეს პარაკლინიკური კვლევები გადამოწმდება, თუ ეს მონაცემები აკმაყოფილებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებს, ასეთი პაციენტები დატოვებენ კლინიკას და საკარანტინო ზონაში გადავლენ”, – განმარტა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები