თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დღეს, 30 მარტს გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქერჩისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციისა და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.