ლალი ტურძელაძე: კლინიკაში მოთავსებული 3 ჩვილიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთის კი უკეთესი
“3 ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პირველის მდგომარეობა უკეთესია, ხოლო დანარჩენი ორის – სტაბილურად მძიმე,- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული 15 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 2 აპარატულ სუნთქვაზე იმყოფება.
„ამჟამად ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია 69 პაციენტი, აქედან არის 15 დადასტურებული შემთხვევა.
15-დან 2 არის რეანიმაციაში, აპარატულ სუნთქვაზე, მათი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, თუმცა ვიტალური ფუნქციები შენარჩუნებული აქვს და იმედი გვაქვს, მათი გამოჯანმრთელების. გვყავს სამი ჩვილი, მათი მდგომარეობა სტაბილურია, პირველის მდგომარეობა უკეთესია, დანარჩენი ორის სტაბილურად მძიმეა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 18 გამოჯანმრთელდა.