#დარჩიკრეატიული – თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია ახალ პროექტს იწყებს

#დარჩიკრეატიული – თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია თავის Facebook პლატფორმას ხელოვანებსა და მათ შემოქმედებას უთმობს.

„ეს ონლაინკულტურული ჰაბი, ერთი მხრივ, საზოგადოებისათვის არტთერაპია და, მეორე მხრივ, შემოქმედი ადამიანებისთვის სოციალური დისტანცირების პირობებში ახალი შემოქმედებითი პროექტების განხორციელების მოტივაცია იქნება“, – განაცხადა განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა.

ვებგვერდზე აიტვირთება ქართველ შემოქმედთა სახვითი ხელოვნების, ფოტოგრაფიის, მუსიკალური, დიზაინის, პროზისა და პოეზიის, აუდიოვიზუალური ნაწარმოები, რომელიც ახალი კორონავირუსის CoVid 19 მსოფლიოში გავრცელების შედეგად შექმნილი განსაკუთრებული ვითარების პერიოდში შეიქმნა.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ახალ აქციაში ჩართვის მიზნით, ავტორებს საკუთარი ნაწარმოებები შეუძლიათ, განათლებისა და კულტურის კომისიას საკუთარ Facebook გვერდზე ასატვირთად გაუგზავნონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები