„მიცვალებულთა შაბათი მოდის და საკურთხს ნუ მოიტანთ ეკლესიაში, ბევრ ადამიანს უჭირს, მათ დაურიგეთ“ – მამა შალვა მრევლს მიმართავს

“ბევრი ადამიანი დარჩა საკვებისა და სამსახურის გარეშე, ამიტომ სახლს კი ნუ გამოვავსებთ საკვებით, ვეცადოთ სხვას გავუნაწილოთ”, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ქადაგების დროს განაცხადა.
მამა შელვამ მრევლს მიმართა, მიცვალებულთა ხსენების დღეს ტაძარში საკურთხი არ მიიტანონ და გაჭირვებულებს დაურიგონ.

“მინდა, მივმართო ჩვენს მრევლს. ახლა მიცვალებულთა შაბათი მოდის და ძალიან გთხოვთ, შაბათს საკურთხს ნუ მოიტანთ, საჭმლის მოტანა არ გინდათ იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და შეგიძლიათ, ეს საკვები თქვენს მეზობლებს დაურიგოთ. არიან მარტოხელა მოხუცები, ან მრავალშვილიანი ოჯახები და მათ ჩაუტანეთ ეს საკვები. თუ თქვენი მიცვალებულებისთვის სიკეთის გაკეთება გინდათ, ეს გაკეთეთ, ეკლესიაში საჭმლის მოტანა არ არის აუცილებელი.

ვისაც თანხის შემოწირვა გინდათ, მათ ვთხოვ: ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველებს უცხოეთში ძალიან უჭირთ, ბევრი ქართველი დარჩა იქ უმუშევარი და არანაირი საშუალება არ აქვთ მათ, ბევრი ადამიანი გვწერს უცხოეთიდან რომ ძალიან უჭირთ, დარჩნენ ყველაფრის გარეშე და გთხოვთ, თუ თანხის შეწირვა გინდათ, გაუგზავნეთ უცხოეთში მყოფ ქართველებს. ბარსელონაში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც საელჩოსთან ერთად ეხმარება მათ, ჩვენს გვერდზე დევს უცხოეთში მყოფი ქართველების ანგარიშის და ტელეფონის ნომრები, რომლებიც აგროვებენ ფულს იმისთვის, რომ ქართველებს დაეხმარონ“, – განაცხადა მამა შალვამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები