ამირან გამყრელიძე: კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ – ოპოზიცია, ვინ ვისი მამა და შვილია, ყველას თანაბრად ეხება

“ინფექცია კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ – ოპოზიცია, ვინ ვისი მამაა, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არავითარი პოლიტიკური საფუძველი არ უნდა ჰქონდეს ვინმეს, რადგან დღეს ყველა ერთია – პოზიციაც და ოპოზიციაც.

„კარგი საქმის კეთებას ყოველთვის სიჩუმე უყვარს. ყველამ კარგი საქმე ვაკეთოთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, მაგრამ ეს ჩუმად და წესების დაცვით ვაკეთოთ. ამ დროს ჩვენ უკვე არავითარი პოლიტიკური საფუძველი არ უნდა გვქონდეს. დღეს ყველა ერთი ვართ, ოპოზიციაც, პოზიციაც. ინფექცია კორონავირუსმა არ იცის, ვინ არის პოზიცია და ვინ- ოპოზიცია, ვინ ვისი მამაა, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება და ვიყოთ ყველა ერთნი. კარგია, რომ დღეს ქვეყანა რაღაცამ გააერთიანა და ამას სხვა დანიშნულებით ნუ გამოვიყენებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ფონდ „მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. ინიციატივა ექსპრეზიდენტს ეკუთვნის. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები