ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სიველურეა, რასაც ოპოზიცია ახლა ზუგდიდში აკეთებს
ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციას, რომლის ფარგლებში მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები ურიგდებოდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, ოპოზიციის ქმედება სიველურეა.
„სიველურეა, რასაც ოპოზიცია აკეთებს ახლა ზუგდიდში და ხალხს კრებს ცენტრში საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვითომ პირბადეების დასარიგებლად.
ეს არ არის პოლიტიკა, არც ნაძირალობა, ეს უბრალოდ სიველურეა, არანაირი კავშირი ადამიანობასთან…” – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.