“კორონავირუსი არ არის მკვლელი ვირუსი, ისე გაივლის, რომ მოსახდელი დაავადებაც კი შეიძლება, დავარქვათ”

“ნუ ვიფიქრებთ, რომ კორონავირუსი მკვლელია, ნამდვილად არ არის ასე, რადგან 80 პროცენტი შემთხვევა არის „ა“ კლინიკური ფორმა, ანუ ისე გაივლის ეს, რომ მოსახდელი დაავადებაც კი შეიძლება, ამას დავარქვათ”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა “რუსთავის ორის” ეთერში განაცხადა.

რატიანი დარწმუნებულია, რომ საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემას წარმატებით გაუმკლავდება.

„რაც კაცობრიობა გაჩნდა, სულ არსებობდა მიკროორგანიზმი, სულ არსებობდა დაავადება, მაგრამ პანიკის ატეხვა და შიშის განწყობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასა და სამყაროში ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად ხდება ორგანიზმი დუნე და დეპრესიული განწყობით. ამიტომ ამ ორგანიზმს ბრძოლის უნარი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, მაინცდამაინც, ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ვირუსი მკვლელია, ნამდვილად არ არის ასე, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდების მიხედვით, 80 პროცენტი შემთხვევა არის „ა“ კლინიკური ფორმა, ანუ ისე გაივლის ეს, რომ მოსახდელი დაავადებაც კი შეიძლება ამას დავარქვათ. ერთ-ერთ ქართველ ექიმს უწერია ინფექციური დაავადებების შესახებ, რომლებიც ჩვენს წინა საუკუნეში იყო – მოსახდელი დაავადება. დადგა დრო, ვიხმაროთ ეს სიტყვა, რომ „ესაა ინფექცია, რომელიც კაცობრიობამ ამ ეტაპზე უნდა მოიხადოს“. 80 პროცენტი თუ „ა“ კლინიკური ფორმით მიდის, მხოლოდ და მხოლოდ 17 პროცენტი არის მსუბუქი და საშუალო, სამი პროცენტი არის ინტენსიური თერაპიის პაციენტები. ესეც ის პაციენტები არიან, რომლებსაც მაღალი რისკის ჯგუფი გააჩნიათ ავადობისთვის განწყობის. ამიტომ არ უნდა შევუშინდეთ ამას, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ამას წარმატებით გადალახავს”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები