ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თვითიზოლაციაშია

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ციური აბულაძე თვითიზოლაციაშია.

როგორც თავად განმარტავს, თვითიზოლაციაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში გერმანიაში მოგზაურობის ისტორიის გამო იმყოფება.

“მე ვიმყოფები ბათუმში, ეს არის ჩემი ნათესავის ბინა, არავინ  ცხოვრობს და თვითიზოლაციის პირობების დაცვის გამო მათხოვა ეს ბინა. ჩემი მეუღლე გადავიდა მეგობართან საცხოვრებლად, რომ არ შემექნმა მისთვის დისკომფორტი, 15 მარტს ჩამოვედი ბათუმში და ვიმყოფები თვითიზოლაციაში”, – განაცხადა ციური აბულაძემ “კურიერთან” სატელეფონო საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები