ფრანგული მედია: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება აორმაგებს ქართველთა „მოთმინების უნარს” ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით
„ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება ადასტურებს, რომ საქართველო წარმოადგენს მოწინავე ეკონომიკას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, ასევე, შედიან უკრაინა და მოლდოვა”, – ნათქვამია ფრანგული გამოცემა slate-ის სტატიაში სათაურით „თბილისი: ახალი ევროპული ჰორიზონტი, ევრაზიის კარი?”
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მაშინ, როცა ევროპის დედაქალაქებში მიმდინარე დებატები ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობების შესახებ პასიურ ფაზაშია დიდი ბრიტანეთის გასვლის მიზეზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება აორმაგებს ქართველთა „მოთმინების უნარს” ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით, ხოლო „ქართული ოცნების” ხელისუფლება იჩენს სიმტკიცეს და, ამავე დროს, პრაგმატიზმს ევროკავშირთან დაკავშირებით ქვეყნის ამბიციებთან მიმართებაში.
„იგივე შეიძლება, ითქვას საქართველოში სტაბილურობის უზრუნველყოფაში და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ევროკავშირის მიერ შეტანილი წვლილის შესახებაც – კერძოდ, იგულისხმება საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენა და დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის (ანუ, ქვეყნის ტერიტორიის 25%-ის) დე-ფაქტო რეინტეგრაცია, ასევე თანამშრომლობის გაღრმავება მართლმსაჯულების სფეროში (თავისუფლება, უსაფრთხოება, ფუნდამენტური უფლებები), ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის სტრატეგიებში, პროგრამებსა და უწყებებში”, – აღნიშნულია სტატიაში.