კახა იშხნელი: ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის, კახა იშხნელის განცხადებით, კლინიკაში მყოფი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„საბედნიეროდ, ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, 16 პაციენტი გვყავს მათ შორის 4 – დადასტურებული შემთხვევა. დანიშნულების მიხედვით მიმდინარეობს მკურნალობა. მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. ყველა მათგანი საზღვარგარეთთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა კახა იშხნელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები