“ახალშობილის მდგომარეობა კრიტიკულია, რაც შეეხება დედას – როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის დადასტურებულად ინფიცირებული, ჯერჯერობით, არ არის”

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მარნეულიდან გადმოყვანილი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

მისივე თქმით, ჩვილის ნაცხი კორონავირუსზე დიაგნოსტირების მიზნით ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხებს ელოდებიან.

„ახალშობილი ჩვენს კლინიკაში გუშინ კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა. პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკული რჩება. ამ მხრივ, პარამეტრები სტაბილურია, ოქსიგენაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას, ვინაიდან დაავადების გართულება შესაძლებელია მანიფისტირდეს ნებისმიერ წუთს. ახალშობილის ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს. რაც შეეხება დედას – როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის დადასტურებულად ინფიცირებული, ჯერჯერობით, არ არის“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები