ჭადრაკის ტურნირებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა – ონლაინტურნირები ელვისებურ ჭადრაკში დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჭადრაკით დაინტერესებულ ადამიანებს, დისტანციურად თამაშის შესაძლებლობას აძლევს.

ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით დაიწყო ონლაინტურნირები ელვისებურ ჭადრაკში.

▶ონლაინტურნირები იმართება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია

▶ ტურნირებში მონაწილოების მისაღებად თავდაპირველად აუცილებელია დარეგისტრირება ვებგვერდზე ➡ www.chess.com, სადაც საქართველოდან შესული მომხმარებელი გაერთიანდება ჯგუფში „Georgian Chess Federation“.

ტურნირისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველ საღამოს 19:00 საათიდან, ხოლო ასპარეზობა 20:00 საათზე იწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები