პაატა იმნაძე: მედიაში მედიკამენტების დასახელება აჟიოტაჟს იწვევს, ეს საქმე პროფესიონალების გუნდს მივანდოთ
“მედიაში მედიკამენტების დასახელება იწვევს ხოლმე იმას, რაც მოჰყვა ანტიმალარიული საშუალების დასახელებას, ატყდა აჟიოტაჟი და დაიტაცეს აფთიაქებიდან. ამიტომ, მოდი, მივანდოთ ეს საქმე პროფესიონალების გუნდს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მედიკამენტების საჭიროების გარეშე გამოყენებამ ადამიანის იმუნურ სისტემაზე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
„მედიაში მედიკამენტების დასახელება იწვევს ხოლმე იმას, რაც მოჰყვა ანტიმალარიული საშუალების დასახელებას, ატყდა აჟიოტაჟი და დაიტაცეს მედიკამენტი, რომელმაც შეიძლება, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, თუ არ იცის, როდისაა მისი გამოყენება საჭირო. ამიტომ, მოდი, მივანდოთ ეს საქმე პროფესიონალების გუნდს, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ადგენს ამ პროტოკოლებს. მივანდოთ საქმე მცოდნე ადამიანებს და მათ გადაწყვიტონ მედიკამენტების საკითხები”, – განაცხადა იმნაძემ.