ამირან გამყრელიძე: თუ დღეში 12 – 20 შემთხვევა იქნება, მაშინ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს ამას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის შემთხვევები დღეში დაახლოებით 12 – 20 იქნება, მაშინ ჯადაცვის სისტემა ამას გაუმკლავდება.

ამის შესახებ გამყრელიძემ „მაესტროს“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

„თუ ასეთი ზრდა იქნა ყოველდღიურად, თუ ასე წავედით თანდათან, ვთქვათ 12, 20 შემთხვევა დღეში, მაშინ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს ამას სერიოზულად. არის სერიოზული მზადება და ამას შედარებით იოლად გადავიტანთ.
ამიტომ, ერთ-ერთი მოდელირების სცენარით ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას პაუსუხობს. მაგრამ მედიცინაში, მოგეხსენებათ, ასპროცენტიანი არაფერია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები