ლევან რატიანი: მარნეულიდან ჩვენს ცენტრში შემოყვანილ იქნა 9 დღის ახალშობილი, ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნება
“გუშინ მარნეულიდან გადმოყვანილ იქნა 9 დღის ახალშობილი, როგორც კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევა”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“გუშინ მარნეულიდან გადმოყვანილ იქნა 9 დღის ახალშობილი, როგორც საეჭვო შემთხვევა, სუნთქვის მწვავე უკმარისობითა და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით. ამ ეტაპზე, ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია, ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნება”, – განაცხადა რატიანმა.