მაიკ პომპეო: ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას ისევ მალავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო პეკინს კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს, რამაც, პომეოს თქმით, მსოფლიოში ათასობით სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.
ამის შესახებ პომპეომ Washington Watch-თან ინტერვიუში განაცხადა.
პომპეოს თქმით, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია კვლავინდებურად უმალავს მსოფლიოს იმ ინფორმაციას, რომელიც ინფიცირებულთა რიცხვის შემცირებისთვის არის აუცილებელი.
სახელმწიფო მდივნის თქმით, პეკინი ინფორმაციის გაცვლას აჭიანურებს და ამან “ათასობით სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენა”.
“შეშფოთებული ვარ იმით, რომ ეს დამალვა, დეზინფორმაცია, რომლითაც კომუნისტური პარტია არის დაკავებული, მსოფლიოს მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე ტოვებს, რაც ახალი შემთხვევების შემცირებას შეუწყობდა ხელს”, – განაცხადა მაიკ პომპეომ.