ჩეჩნეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩეჩნეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, – განაცხადა რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა.
მისი ინფორმაციით, დაავადებული საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მასთან კონტაქტში მყოფი პირების იდენტიფიცირებისთვის საჭირო ზომები მიღებულია.
დღეს კადიროვმა ასევე განაცხადა, რომ რესპუბლიკაში კარანტინზე 360-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.