“მარნეულსა და ბოლნისში ყველა სოფლის ექიმი გაფრთხილებულია, რომ თუ ვინმეს სიმპტომები გამოუვლინდა, ჩაუტარდეთ კვლევა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა”
“უკვე ორი დღეა, მარნეულსა და ბოლნისში დაიწყო კარდაკარ შემოვლა ყველა სოფლისა. დადიან სოფლის ექიმები, სოფლის რწმუნებული და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რომლებიც დისტანციურად უზომავენ ტემპერატურას ადამიანებს და დღემდე ამ ტიპით ჩემი ინფორმაციით გამოკვლეულია 8 050 ადამიანი”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მარნეულსა და ბოლნისში ყველა სოფლის ექიმი გაფრთხილებულია, რომ თუ რომელიმე ადამიანს სიმპტომები გამოუვლინდა, ჩაუტარდეთ შესაბამისი კვლევა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.
“უკვე ორი დღეა, მარნეულსა და ბოლნისში დაიწყო კარდაკარ შემოვლა ყველა სოფლისა. დადიან სოფლის ექიმები, სოფლის რწმუნებული და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რომლებიც დისტანციურად უზომავენ ტემპერატურას და დღემდე ამ ტიპით ჩემი ინფორმაციით, გამოკვლეულია 8 050 ადამიანი. იქ, სადაც ტემპერატურა ფიქსირდება, ხდება სპეციალური კითხვარის დასმა, თუ საჭიროებაა ხდება მათი ცხელების ცენტრში, იქ აეღებათ სინჯები, რომლებიც ჩამოდის ჩვენთან და ლუგარში ხდება ტესტირება. გუშინ მარნეულიდან ავიღეთ 55 სინჯი, იქედან 4-ში იქნა დადებითი რეაქცია. კარდაკარ შემოვლა ყოველდღიურად გაგრძელდება.
ყველა სოფლის ექიმი გაფრთხილებულია, რომ თუ სადმე დაფიქსირდა მომატებული ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, აუცილებლად ამ ადამიანებს უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი კვლევები და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. არის ასეთი პროტოკოლი- ვინც ცხელების ცენტრში გადავა, ისინი 24 საათის განმავლობაში უნდა დარჩნენ საავადმყოფოში და დაელოდონ ტესტის პასუხს, თუ ის იქნა დადებითი ის თბილისში შესაბამის დაწესებულებაში გადაჰყავთ, თუ უარყოფითია გადადის ორ კვირიან თვითიზოლაციაში”, – განაცხადა გამყრელიძემ.