სურსათზე ფასების შესანარჩუნებლად მთავრობა 10 მილიონს დახარჯავს

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ფასების შესანარჩუნებლად მთავრობა 10 მილიონი დახარჯვას გეგმავს. როგორც დადგენილების პროექტშია მითითებული, ფასების სუბსიდირება დაგეგმილია შემდეგ პროდუქტებზე: ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი.

პროექტის თანახმად, 10 მილიონის ასიგნებების გამოსაყოფად შესაბამისი ცვლილებიბის განხორციელება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ფინანსთა სამინისტროს დაევალება.
პროგამის ამოცანად პროდუქტებზე სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული ფასების ზრდის შეჩერება და პროდუქტების საჭირო მარაგის შექმნა სახელდება.
პროექტის თანახმად, სუბსიდირების ბოლო ვადად 2020 წლის 15 ივლისი განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები