პანამაში კორონავირუსს 13 წლის გოგონა ემსხვერპლა
პანამაში კორონავირუსს 13 წლის გოგონა ემსხვერპლა, – განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.
უწყებაში განმარტეს, რომ მოზარდის გარდაცვალების მიზეზი COVID-19-ით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობა გახდა, თუმცა ამჟამად უცნობია, ჰქონდა თუ არა გოგონას თანმდევი ქრონიკული დაავადება.
მანამდე უცხოური მედია წერდა, რომ აშშ-ში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე 12 წლის გოგონაა მიერთებული.