შუახევში რისკჯგუფში შემავალ მოქალაქეებს მედიკამენტები უფასოდ გადაეცემათ

აჭარის მთავრობის ჩართულობითა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, შემუშავდა ყველაზე ხშირადმოხმარებადი მედიკამენტების ნუსხა. აღნიშნულის საფუძველზე, შეძენილ იქნა ხშირად მოხმარებადი მედიკამენტები, რომელიც მოწყვლად ჯგუფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარტოხელა პენსიონერებსა და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირებს მოხმარდება.

მედიკამენტები დღეს შუახევის ამბულატორიებს გადაეცა. ოჯახის ექიმის მიერ მოხდება საჭიროებისამებრ გაცემა.

მედიკამენტების გაცემის პროცესს შუახევის მერი –  ფრიდონ ფუტკარაძე მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად გაეცნო და ექიმებს გაესაუბრა. ფრიდონ ფუტკარაძემ ექიმებს მოსახლეობასთან აქტიური კონტაქტის შენარჩუნება და, საჭიროების შემთხვევაში, მისი ჩართულობა და მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები