ნათია თურნავა: ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობა წესების დაცვით გაგრძელდება
„ტექინსპექტირებთან დაკავშირებული სერვისები არ შედის აკრძალვაში. ტესტირების ცენტრების საქმიანობა გრძელდება წესების დაცვით”- – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ხელისუფლებას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სერვისების ფუნქციონირება არ აუკრძალავს და შესაბამისი ტესტირების ცენტრები როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს მოემსახურებიან.
„რაც შეეხება ჯარიმებს, შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე მოქალაქეებს ჯარიმები არ დაეკისრებათ და ისინი გადავადებულია. ამასთან, ეს წესი იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში”, – განაცხადა მინისტრმა.