თამარ გაბუნია: აპრილის დასაწყისში​ კორონავირუსის 200 000-ზე მეტი ტესტი იქნება ქვეყანაში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 200 000-ზე მეტი ტესტი აპრილის დასაწყისში იქნება. მისი თქმით, სამინისტროს მზად აქვს ტესტირების ახალი ალგორითმი, რომელშიც შედის როგორც პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის, იგივე „პისიარ“ მეთოდით (PCR) ტესტირება, ასევე – სწრაფი ტესტები. მინისტრის მოადგილის თქმით, ახალი ალგორითმით გაწერილია, რა ადგილს დაიკავებს სწრაფი ტესტები დიაგნოსტირების ზოგად პროცესში.

„დღეს ჩინეთიდან უკვე წამოვა 1000 ტესტი, რომელიც, ასევე, „პისიარ“ ტექნოლოგიებს ემყარება. ეს არის საჩუქარი, რომელიც მივიღეთ. ხვალ ეს ტესტები უკვე იქნება ქვეყანაში და დაავადებათა კონტროლის ცენტრი განაგრძობს ამ ტესტების გამოყენებას იმ სქემით, რასაც აქამდე იყენებდა. რაც შეეხება უკვე ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, რომელიც ასევე ჩინეთიდან მოდის – ეს არის ის მოდელი, რომელსაც სამხრეთ კორეაში იყენებდნენ. ვფიქრობთ, ჩამოვა კვირის ბოლოს. შემდეგ ველოდებით დამატებითი რაოდენობის ტესტებს. ის 200 000-ზე მეტი ტესტი, რომელიც იყო დაანონსებული, უკვე აპრილის დასაწყისში იქნება ქვეყანაში. შემდეგ უკვე გვექნება შესაძლებლობა, რომ ამ ტესტების გამოყენება მეტად გაფართოვდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები