შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში განთავსებულ საგუშაგოებზე წესრიგის დაცვას 24 საათის განმავლობაში აგრძელებენ.
შსს-ს ინფორმაციით, ძირითად გზებზე განთავსებულია საკონტროლო გამშვები საგუშაგოები, ხოლო მეორე ხარისხოვანი გზები მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება.
პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.