ლევან რატიანი: მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულიდან გადმოყვანილი, კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

მისივე განმარტებით, ოქსიგენაციის პარამეტრები მეტნაკლებად გაუმჯობესებულია.

„ამ ეტაპზე, კლინიკაში 60 პაციენტია. გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი. აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხუთის მდგომარეობა სტაბილური. მინდა გითხრათ, რომ 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც არის მარნეულიდან, დინამიკის ცვლილების გარეშეა, ანუ ვინარჩუნებთ ვიტალურ(სასიცოცხლო) პარამეტრებს. ოქსიგენაციის პარამეტრები მეტნაკლებად გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტთან დადებითი დინამიკა მიღწეული გვაქვს. ერთადერთი მინდა გითხრათ, ხომ ამ ეტაპამდე ვინარჩუნებთ სიცოცხლეს“, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები