ლევან რატიანი: კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
“ჩვენს კლინიკაში გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, დანარჩენი ხუთის კი სტაბილურია”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში, ამ ეტაპზე, 60 პაციენტი იმყოფება.
“ამ ეტაპზე, კლინიკაში 60 პაციენტია. გუშინ მივიღეთ 18 საეჭვო შემთხვევა. ლუგარში გაგზავნილია ტესტები და ველოდებით პასუხებს. გვყავს 6 ინფიცირებული პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, დანარჩენი ხუთის კი სტაბილურია. 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც არის მარნეულიდან, გუშინაც გითხარით, რომ დინამიკით ცვლილების გარეშეა, ანუ ვინარჩუნებთ მხოლოდ და მხოლოდ ვიტალურ პარამეტრებს”, – განაცხადა ლევან რატიანმა.