დიმიტრი ხუნდაძე: შესაძლოა, გამკაცრდეს კონტროლიც და რეგულაციებიც
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთნ დაკავშირებული სიტუაციის გამო შესაძლოა, გამკაცრდეს კონტროლიც და რეგულაციებიც.
ხუნდაძემ მედიასთან კომენტარი მთავრობის კანცელარიაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
„შევედით პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც ორი კვირა გაგრძელდება. ამის შემდეგ მოდის კრიზისული ფაზა, ამიტომ მეტად პასუხისმგებლიანი ქცევა გვჭირდება, რომ რეკომენდაციები კიდევ უფრო მაღალ ხარისხში შესრულდეს, რომ გავრცელება თვიდან ავიცილოთ.
შეზღუდვების გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდვითარებასა და საზოგადოების ქცევაზე. შემსუბუქება ჯერ არ იქნება, შესაძლოა გამკაცრდეს კონტროლიც და რეგულაციებიც,” – განაცხადა ხუნდაძემ.
თამუნა შეყილაძე