მსხვილ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე კორონავირუსის პრევენციისთვის გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მაოდგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე ჩინური კომპანიების ხელმძღვანლებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერმინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან ერთად შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესრულება იყო.

„ჩვენ დღეს შევხვდით მეგა პროექტებზე მომუშავე ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს, მათგან მოვისმინეთ, თუ როგორ ასრულებენ კომპანიები ახლადდაწესებულ რეკომენდაციებს და ვისაუბრეთ ახალი კორონავირუსული ინფექციის გამო არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებზე. ასევე, განვიხილეთ კომპანიების საჭიროებები ამ კუთხით, რომელთა აღმოფხვრაშიც სახელმწიფო აქტიურად ჩაერთვება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვეულ რეჟიმში, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და სამუშაოები არ შეჩერდება. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში, პროექტების სამომავლო განვითარების საკითხი დეტალურად განიხილეს და სამუშაოები ჩამორჩენის გარეშე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები