ლევან რატიანი: მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„ჩვენს კლინიკაში მარნეულიდან შემოყვანილი 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად სტაბილურია, უფრო უკეთესი ვიტალური პარამეტრები გააჩნია, ვიდრე ჰქონდა დღის პირველ ნახევარში“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები