აკაკი ზოიძე: მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის უკვე, დაახლოებით, 1700-მდე კონტაქტი იკვეთება
“მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა მათი გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია.
“ბოლნისის შემთხვევაზე საკმაოდ პრობლემური არის ის საკითხი, რომ ძალიან ბევრი კონტაქტი იკვეთება. დაახლოებით, არის 1700-მდე უკვე იმ 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით და ყველას გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია საჭირო”, – განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.