ქეთევან ჯოხაძემ ხანდაზმულებს საკვები პროდუქტები და მედიკამენტები გადასცა

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, ქეთევან ჯოხაძემ, წარმომადგენლობის თანამშრომლებთან ერთად, მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ხანდაზმულებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები პირადად გადასცა.

აღნიშნული აქცია საინიციატივო ჯგუფის „დავეხმაროთ მოხუცებს“ მხარდაჭერით განხორციელდა. ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი სოციალურ ქსელში შეიქმნა და მისი მიზანია შეჭირვებული მოხუცების საკვებით, მედიკამენტებითა და სხვადასხვა საშუალებებით დახმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები