“რუსთავის აზოტის” ქარხანამ, “სტოპ-covid-19” ინიციატივის ფარგლებში, სპეციალური საჭიროებებისთვის 100 000 ლარი გადარიცხა
“რუსთავის აზოტი” განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. საწარმო, ასევე, ეხმიანება საქართველოს მთავრობის ინიციატივას “სტოპ-covid-19” და შესაბამისი ხაზინის ანგარიშზე სპეციალური საჭიროებებისთვის 100 000 ლარი გადარიცხა.
“გვაქვს ყოველდღიური მჭიდრო ურთიერთობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. გვესმის შექმნილი ვითარება ქვეყანაში, გვინდა ვაცნობოთ ფერმერებს, ქარხანა ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და ადგილობრივი ბაზრის სრულად მომარაგებას აგრძელებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ადგილობრივი ბაზარი ჩვენი საერთო წარმოების მხოლოდ 7%-დან 10%-ს წარმოადგენს.
სს “რუსთავის აზოტი” ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია, ეროვნული ვალუტისა და ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის ფორმირებაში წვლილი შეგვაქვს. სს “რუსთავის აზოტი” ჩვეულ, უწყვეტ რეჟიმში, როგორც ადგილობრივი, ასევე, საექსპორტო ბაზრების ამონიუმის გვარჯილით მომარაგებას აგრძელებს.
სს “რუსთავის აზოტის” ქარხანა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის საწარმო მთავრობის ინიციატივას “სტოპ-covid-19″ ეხმაურება და შესაბამისი ხაზინის ანგარიშზე სპეციალური საჭიროებებისთვის 100 000 ლარი გადარიცხა”, – ნათქვამია “რუსთავის აზოტის” განცხადებაში.