ეკატერინე ტიკარაძე: ტესტები, რომლებიც ხვალიდან იქნება საქართველოში, დაავადებას პირველივე დღიდან გამოავლენს

“ტესტები, რომლებიც ხვალიდან იქნება საქართველოში, დაავადებას პირველივე დღიდან გამოავლენს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ტესტები ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით შეირჩა და კორონავირუსს 100-პროცენტიანი სიზუსტით პირველ დღეებშივე დაადგენს.

“დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებული ტესტები დაავადებას ავლენს სიმპტომის გამოვლენიდან ან დაავადების მე-8 დღიდან, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის, რომ პაციენტს კვლევა ჩაუტარდეს პირველივე დღეს. ის ტესტები, რომლებიც ხვალიდან იქნება საქართველოში, დაავადებას პირველივე დღიდან გამოავლენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ტესტების ხარისხი, რის გამოც შეირჩა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით და ტესტები, რომლებიც საქართველოში ჩამოვა, საშუალებას მოგვცემს, პირველ და მეორე დღესვე დავადგინოთ კორონავირუსი 100-პროცენტიანი სიზუსტით”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები