ნიკოლოზ მჭედლიშვილი: პატარა საქართველომ 3000 მოქალაქე სრულიად უფასოდ დიდი ხანია, დააბრუნა სამშობლოში
„ჩვენ ჩამოვიყვანეთ ჩვენი თანამოქალაქეები და დავიცავით კიდეც საზღვრები”, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყოველ ერთ მილიონ მცხოვრებზე ვირუსის გავრცელების კუთხით საქართველოში მხოლოდ 14 შემთხვევაა.
„მსოფლიო და პატარა საქართველო
ახლახან, ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ამაყად განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი 24-საათიანი მუშაობის რეჟიმშია გადასული და მათ უკვე მოახერხეს 3000 ათასი ამერიკელის სახლში დაბრუნება უცხოეთიდან.
საფრანგეთმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, აღრიცხვა გაიარონ ინტერნეტპორტალზე და საკუთარ ხარჯზე შეძლებენ სახლებში დაბრუნებას.
ეს ხდება ამერიკასა და ევროპაში.
პატარა საქართველომ 3000 მოქალაქე სრულიად უფასოდ დიდი ხანია, დააბრუნა სამშობლოში!
მეტსაც გეტყვით, რომ შეხედოთ ოფიციალურ სტატისტიკას, ყოველ ერთ მილიონ მაცხოვრებელზე ვირუსის გავრცელების კუთხით, ამერიკაში ყოველ მილიონზე 113 შემთხვევაა, იტალიაში – 980, ესპანეთში – 615, ჩინეთში – 60, საფრანგეთში – 239.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით – 40.
საქართველოში კი – მხოლოდ 14.
ჩვენ ჩამოვიყვანეთ ჩვენი თანამოქალაქეები და დავიცავით კიდეც საზღვრები!”, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.