ლევან დავითაშვილი: ყოველდღიურ რეჟიმში განვიხილავთ, თუ როგორ უნდა დავასტიმულიროთ ბიზნესი, როგორც მიმდინარე პერიოდში, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში

“მთავრობა დღე და ღამე მუშაობს, ყოველდღიურ რეჟიმში განვიხილავთ, მათ შორის, სხვადასხვა რეცეპტს, თუ როგორ უნდა დავასტიმულიროთ ბიზნესი, როგორც მიმდინარე პერიოდში, ისე პოსტკრიზისულ პერიოდში”,- ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისივე თქმით, მთავრობას ჰქონდა მყისიერი რეაქცია და კონკრეტული შეთავაზებები იმ სექტორების მიმართ, რომლებიც პირველ რიგში დაზარალდნენ, თუმცა, გამოწვევები ყოველდღიურად იზრდება, რასაც ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„ჩვენ, ამ დღეების განმავლობაში, დავინახეთ რამდენიმე შეთავაზება და სახელმწიფოს მხრიდან მყისიერი რეაქცია იმ სექტორების მიმართ, რომლებიც პირველ რიგში დაზარალდნენ და იყვნენ ფრონტის ხაზზე, თუმცა, ვხედავთ, რომ გამოწვევები უფრო და უფრო მეტია ყოველდღიურად არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში, შესაბამისად, რეაგირება და მათ შორის ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება მეტი და მეტი მოგვიწევს,”- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები